საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „სამწუხაროა, რომ უკრაინამ ამ ეტაპზე ვერ მოახდინა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება“

1-ukraina-saz-1საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „რედისონში“ ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის მოკლე წარდგინების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

მან ისაუბრა უკრაინაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ საქართველოში იმდენი პრობლემა გვაქვს, თავს უფლებას არ მივცემ, უკრაინას და სხვა სახელმწიფოებს მივუთითო.

„უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და იქ მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის შემაშფოთებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ იქ მოქალაქეები დაიღუპნენ და სამძიმარი მინდა გამოვთქვა. სამწუხაროა ისიც, რომ უკრაინამ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა მოხედინა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. უკრაინას ეს რომ მოეხერხებინა, ჩვენ ძალიან გაგვიადვილებდა პროცესს. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოში იმდენი პრობლემა გვაქვს, თავს უფლებას ვერ მივცემ, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებს მივუთითო და მივანიშნო იმ პროცესებზე, რაც შეიძლება არ იყოს დემოკრატიული და ჩვენთვის მოსაწონი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.