სამართალი
შსს-მ ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

1-sakredito-sam-1საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი - 1971 წელს დაბადებული ზურაბ . ყალბი საკრედიტო ბარათის დამზადება-გამოყენების ბრალდებით დააკავეს, ხოლო ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში ზურაბ -, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი, აშშ-ში მცხოვრები თანამზრახველის დახმარებითა და სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით, ყალბი საკრედიტო ბარათები დაამზადა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პერიოდულად ჩადიოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც სხვადასხვა ქალაქში სავაჭრო ობიექტებში, ყალბი საკრედიტო ბარათებით ყიდულობდნენ ნივთებს, რომელთაც შემდგომ თურქეთის რესპუბლიკაშივე ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ყალბი საკრედიტო ბარათებით განაღდებული თანხა, პორტატიული და პერსონალური კომპიუტერები, ასევე, ბარათის დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღეს.