აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უცხოურ მედიასაშუალებებს ინტერვიუები მისცა

1-BBCსაქარველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის დასაწყისში ტელეკომპანია BBC-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტ კრის მორისს საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, როგორც მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერისგან, აინტერესებდა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა ვილნიუსის სამიტის შემდგეგ, საქართველოს ხედვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმები და ურთიერთობა რუსეთთან.

საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა EURONEWS-თვის მიცემულ ინტერვიუში. ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ ეთერში 4 თებერვალს გადაიცემა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუ მისცა აგრეთვე ფრანგულ საერთაშორისო კომპანია FRANCE 24-ს. ინტერვიუ FRANCE 24-ის ეთერით გადაიცემა 8 თებერვალს 13:40 და 21:40 საათზე, ასევე 9 თებერვალს 16:40 საათზე.

1-evronius
1-france