აქტუალური
საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საშინაო საქმეებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან. საქართველოს პრემიერმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირ-საქართველოს ფარგლებში სავიზო რეჟიმის შესახებ დიალოგის პროცესში გაწეული მხარდაჭერისათვის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგში, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით, არსებული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები. როგორც ევროკომისარმა შეხვედრაზე განაცხადა, კომისია უახლოეს დღეებში გაეცნობა ქართული მხარის მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, გაზაფხულზე იგეგმება შემფასებელი კომისიის ვიზიტი საქართველოში, რათა ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.