პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ენერგოკომისართან
1-otingeriსაქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. დღეს გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში. ასევე საუბარი შეეხო ორგანიზაცია „ენერგეტიკულ გაერთიანებაში" საქართველოს გაწევრიანების საკითხს და ენერგოკომისარის შესაძლო ვიზიტს საქართველოში.