სამართალი
სამართალდამცავებმა სიღნაღის არქივის დირექტორი დააკავეს

dakavebuli8შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სიღნაღის არქივის დირექტორი ვასილ ნარინდოშვილი დააკავეს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ვასილ ნარინდოშვილი 2007 – 2008 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხელმძღვანელობდა.

როგორც საქინფორმის კორესპოდენტმა რეგიონიდან გვაცნობა, გუშინ, საღამოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლებიც დააკავეს, რომელთა ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საჯარო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში სამართალდამცავები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

სამსახურის უფროსი თამაზ ბურდულაძე თანამშრომლების დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.

შსს-ში სიღნაღში, იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურების თანამშრომლების დაკავების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.