უცხოეთი
სერგეი ლავროვი: „რატომ წაახალისებენ თვალსაჩინო ევროპელი პოლიტიკოსები მათ, ვინც ხელში იგდებს ადმინისტრაციულ შენობებს, თავს ესხმის პოლიციელებს, გამოდის რასისტული, ანტისემიტური და ნაცისტური ლოზუნგებით?“

1-lavrov-zarubსაქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. გასულ შაბათს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ მიუნხენის 50-ე კონფერენციაზე რუსული და ამერიკული დელეგაციების შეფარდება 1:5-ს შეადგენდა.

ერთი მხრივ, სერგეი ლავროვი, მეორე მხრივ კი - მთელი დასავლური „ამალა“. ამჯერად დავის საგანი უცებ გამოიძებნა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ელვის სისწრაფით შეიჭრა მიუნხენის კონფერენციის დღის წესრიგში. საუბარი, ძირითადად, „ევრომაიდანს“ შეეხებოდა.

„იმისათვის, რომ საყოველთაოდ მისაღებ შეთანხმებებს მივაღწიოთ, აუცილებელია ვუპასუხოთ რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას უკრანასთან დაკავშირებით. უწინარესად კი იმა, თუ რა კაშირი აქვს ქუჩის პროტესტების გაღვივებას, რომლებიც სულ უფრო და უფრო ძალადობრივ სახეს იძენს, დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრებასთან? რატომ არ ისმის გამკიცხავი ხმები მაი მისამართით, ვინც ხელში იგდებს და დღემდე დაპყრობილი აქვს ადმინისტრაციული შენობები, თავს ესხმის პოლიციელებს, გამოდის რასისტული, ანტისემიტური და ნაცისტური ლოზუნგებით? რატომაა, რომ თვალსაჩინო ევროპელი პოლიტიკოსები ფაქტობრივად წაახალისებენ აგვარ ქედებებს, თუმცა თავისთან, სახლში, დაუყოვნებლივ და მკაცრად აღკვეთენ კანონის დარღვევას?“

უნდა ითქვას, რომ პასუხი ამ კითხვას მიუნხენის კონფერენციაზე არ მოჰყოლია. ლავროვი კი განაგრძობდა: „საეჭვოა, დღეს რომელიმე ევროპელი ხალხი აღმოჩენილიყო მდგომარეობაში „ან-ან“, ჩვენ რომ საერო ევროპული სახლის მშენებლობის გზით წავსულიყავით, რაზეც ამდენი ლამაზი სიტყვა ითქვა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასასრულსა და 90-იანი წლების დასაწყისში. სამწუხაროდ, ამის ნაცვლად დღემდე ჭარბობს გამყოფი ხაზის შენარჩუნებისა და გაღრავების ლოგიკა“.

ამაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ნატოს გენმდივანმა ანდერს ფოგ-რასმუსენმაც: „უნდა შეწვყვიტოთ წარსულის ტერმინებით საუბარი და წინ გავწიოთ“.

ამასთან, საინტერესო იქნებოდა იმის დათვლა, თუ სინამდვილეში მიუნხენის კონფერენციის რამდენი მონაწილე თვლის დღემდე, რომ რუსეთი „მათთან არ არის“.

თუმცა დავუბრუნდეთ მიუნხენის კონფერენციას და თემას - „ან-ან“.

„ეს-ესაა ტრიბუნიდან მოგვმართა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეიმ, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინელმა ხალხმა თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს და იქვე დასძინა, რომ თავად დარწმუნებულია - უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, - შენიშნა ლავროვმა, - სიტყვით გამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი. ჩემი მეგობარი ანდერს ფოგ რასმუსენი ასევე ლაპარაკობდა უკრაინისთვის არჩევანის თავისუფლების მიცემაზე. თუმცა, ყველას გვახსოვს, როგორ განისაზღვრა პოლიტიკურად 2007 წელს ნატოს სამიტზე უკრაინის მომავალი. თუმცაღა, მომავალში ჯანსაღმა აზრმა გაიმარჯვა. აქვე მოვიყვან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებს, რომლებიც მეხსიერებაში ჩამრჩა: „აშშ-ს იმედი აქვს, რომ უკრაინაში ჩამოყალიბდება მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ ერთიანობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას, მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და უპასუხებს უკრაინელი ხალხის  ევროპული მომავლის მოლოდინს“. თუ ეს არჩევანის თავისუფლების დასტურია, მაშინ უკრაინელი ხალხის თავისუფლება საკმაოდ უცნაურად არის განარტებული, რადგან, არსობრივად, მას თავს ახვევენ არჩევანს“.