უცხოეთი
რფ-ის პრეზიდენტმა ვ. ვ. პუტინმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს კირილს აღსაყდრების მე-5 წლისთავი მიულოცა

1-pozdravil-zarubსაქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. 2014 წლის 1 თებერვალს 5 წელი შესრულდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილ აღსაყდრებიდან. ეს თარიღი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს რუსეთის პრეზიდენტმა პირადად მიულოცა.

სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად 2009 წლის ბოლოს აირჩიეს. ინტრონიზაციის ცერემონია 2009 წლის 1 თებერვალს გაიართა. პატრიარქის აღსაყდრებას ეკლესია ყოველწლიურად საზეიმოდ აღნიშნავს.

შეხვედრა სახელწიფოს მეთაურის ნოვო-ოგარევოს ქალაქგარე რეზიდენციაში გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მუშაობისათვის, მიულოცა ინტრონიზაციის 5 წლისთავი და ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, ზუსტად ვიცი, ეს 5 წელი ქვენთვის ერთი დღესავით გავიდა, რადგან მუდამ ხალხთან, მუდამ სამსახურში ხართ, ეწევით არა მარტო წმინდა საეკლესიო, არამედ დიდ საზოგადოებრივ საქმიანობასაც”, - მიმართა რფ-ის პრეზიდენტმა პატრიარქს.

„ჩემი მხრიდან რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ ხელი შევუწყო ყველა სიკეთეს, რაც ჩვენი ხალხის, ეკლესიის ცხოვრებაში ხდება და შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყო ჩვენი სამშობლოს განვითარებას. ხალხსაც და ეკლესიასაც უზარმაზარი პოტენციალი აქვთ შემდგომი განვითარებისთვის საერთო კეთილდღეობის სახელით“, - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა.