სამართალი
სამართალდამცველებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს არარეგისტრირებული „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც კუსტარული წესით აქვს დამზადებული ლულა, დგუში და გაზის წვის კამერა, 126 საბრძოლო ვაზნა, 3 მჭიდი და „ეფ 1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-დამზადების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).