სამართალი
სალომე ნ. დაბა ასპინძაში სასტუმროს ნომრებს, არუთინ ი. ქალაქ ახალციხეში აბანოს, ხოლო ახალციხის მცხოვრები ია ბ. საკუთარი საცხოვრებელი სახლის ოთახებს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ. გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე 15 ქალბატონი მოწმის სახით დაიკითხა.
გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).