აქტუალური
საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, აშშ-ის თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის მიმდინარე მდგომარეობას და თანამშრომლობის პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილი.
გუშინვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი.
![]() |