უცხოეთი
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში კვლავ გადაიდო

1-otlozhen-ucx-3საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის იანვარში დაგეგმილი ვიზიტი აზერბაიჯანში გარკვეული გარემოებების გამო გადაიდო.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალი მამედოვის თქმით, ვიზიტის გადადების მიზეზი ორივე მხარის გადატვირთული გრაფიკია. „შეხვედრის თარიღის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა, სავარაუდოდ, თურქეთის შემდეგ მარგველაშვილი აზერბაიჯანს ესტურება“, - განაცხადა ალი მამედოვმა.

ცნობისათვის: 2013 წლის დეკემბერში დაიგეგმა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტით ჩავიდოდა. შემდეგ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი 2014 წლის იანვრისთვის გადაიდო. საქართველოს პრეზიდენტმა თავისი პირველი ვიზიტი თურქეთში განახორციელა.