უცხოეთი
მეთიუ ბრაიზა: „ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო? მაშინ დასაშვებია ფრაზა „ორი გვამი მჭირდება!“

1-braiza-ucx-2საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ მცირე კომენტარი გააკეთა 29 იანვარს გავრცელებული, ე. წ. მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული ვიდეომასალის თაობაზე, რის შესახებაც საქინფორმი იუწყებოდა.

„სამწუხაროდ, არ მინახავს ეს ვიდეოჩანაწერი, რომლის შესახებაც სააგენტო „პირველისგან“ შევიტყვე. რა თქმა უნდა, ამაზე აუცილებელია გამოძიების ჩატარება. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ დიპლომატიური განცხადებების გაკეთებისას ძალიან მნიშვნელოვანია თავშეკავება და კონტექსტი იმის მიხედვით, თუ როგორია ვითარება და სიტუაცია. ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო? მაშინ დასაშვებია ფრაზა „ორი გვამი მჭირდება“, - განაცხადა ბრაიზამ.