საზოგადოება
პირადი ცხოვრების ამსახველი ორი დისკი დღეს საჯაროდ განადგურდება

1-faruli-saz-3საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. უკანონო მიყურადების და ფარული ჩანაწერების დროებითი კომისია დღეს მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. ამით ის საქმიანობას დაასრულებს. დღესვე საჯაროდ განადგურდება პირადი ცხოვრების ამსახველი ორი დისკი. 110 მსგავსი ფაილი რამდენიმე თვის წინ განადგურდა, 600-ზე მეტი დისკი კი, რომლებიც არ განადგურდება, გადაეცემა პროკურატურას და მათზე გამოძება დაიწყება.

"31 იანვრამდე ჰქონდა კომისიას მოქმედების ვადა. ჩვენ ამ დროისთვის უნდა უზრუნველვყოთ ანგარიშის მომზადება, რაზეც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.

არსებობს კადრები, დისკები, დისკებზე არის ფაილები. ყველას უყურებდნენ და სადაც იყო მთლიანად პიკანტური სცენები, ყველა დისკი განადგურდა. დანარჩენებს უყურეს და უნდა დამუშავდეს. აღმოჩნდა, რომ ორი სცენა დარჩა და ამ მასალაზეა საუბარი“, - განაცხადა კომისიის წევრმა კახა კახიშვილმა.

„ძირითადი მიზანი ამ ანგარიშის არის ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცული არქივის ანალიზი, ანუ აქ საუბარი იქნება ზოგადად მასშტაბებზე, თუ რა მასშტაბები ჰქონდა ამ სავარაუდოდ უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოოდ დაიწყოს გამოძიება და საზოგადოებამაც და საგამოძიებო ორგანოებმაც გააკეთონ შეფასება“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.