საზოგადოება
გიგი უგულავა: „ვანო მერაბიშვილი გრამატიკულად დახვეწილად მაინც და მაინც ვერ ლაპარაკობს...“

1-ugulava-vanozeსაქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა განმარტებებს აკეთებს სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მუხროვანის სპეცოპერაციას გეგმავს და ამბობს, რომ „ორი გვამი სჭირდება“.

ყველა შემდგარი სახელმწიფო, ბუნებრივია, მოქმედებს შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში სამხედრო ამბოხია. იმ კონკრეტულ ვითარებაში გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს მინიმალური მსხვერპლით დასრულებულიყო, არ გადაზრდილიყო ძმათამკვლელ დავიდარაბაში და ომში...

იმ კონკრეტული დაგეგმვისას, ბუნებრივია, ოპერაციას მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. ვინც იცნობს მერაბიშვილს და მერაბიშვილის არცთუ ისე გრამატიკულად დახვეწილ საუბარს, ადვილად გაარჩევს - მიუხედავად იმისა, რომ უდავოა, რომ ეს კადრები გავრცელებულია პროკურატურის მიერ და შსს-ს და მთავრობის დავალებით, - იქიდანაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რასთან გვაქვს საქმე. როდესაც საუბრობს მერაბიშვილი - ჯერ დაჭერაზე და დაკავებაზე ორი პიროვნების და შემდეგ, როდესაც საუბარია თეორიულად გვამებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი, სპეცრაზმელებს აძლევს დავალებას, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათ ლეგიმიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ და მათ შორის, როცა ტერორისტული აქტია და ამბოხია და როდესაც შეიარაღებული წინააღმდეგობაა, სპეცრაზმელებს აქვთ ლიკვიდაციის უფლება და ეს უფლება აქვთ სპეცრაზმელებს ყველა ქვეყანაში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.