სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი ოპერატიულ-სამორიგეო საქმიანობის სიახლეებს გაეცნო

1-siaxleebs-samartali-2საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოპერატიულ-სამორიგეო საქმიანობის სიახლეების პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

შსს-ს ადმინისტრაცია ოპერატიულ-სამორიგეო საქმიანობის ახალ სტანდარტებზე გადავიდა. რეფორმა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ 2013 წელს იყო ინიცირებული. რეფორმის შედეგად გაიზარდა დანაშაულის შეტყობინების ოპერატიულობის ხარისხი, დაინერგა დანაშაულის აღრიცხვიანობის სიზუსტისა და უტყუარობის კონტროლის უახლესი ტექნოლოგიები, შეიქმნა დანაშაულის კრებსის ახალი ელექტრონული სისტემა და დანაშაულის ელექტრონული რუკა, რომელიც კრიმინოგენული ვითარების როგორც ოპერატიული, ისე სტრატეგიული ანალიზის საშუალებას იძლევა.

ასევე, გადაიხედა 1993 წელს მიღებული მოქმედი სამორიგეო საქმიანობის ინსტრუქცია და მის ნაცვლად შემუშავდა ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მორიგე პოლიციელის საქმიანობის ორგანიზებას თანამედროვე დასავლურ პრინციპებზე აფუძნებს.