სამართალი
შსს-ს არქივის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ფილმის ჩვენება გაიმართა

1-filmi-samartali-1საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს არქივისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ფილმის – დაკარგული ისტორია პრეზენტანცია შსს-ს აკადემიაში გაიმართა. პრეზენტაციას შსს-ს ხელმძღვანელი პირები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელები, ისტორიკოსები, მკვლევარები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ფილმში მოთხრობილია არქივში მოხვედრილი სისხლის სამართლის პირველი საქმის შესახებ. ასევე, უშიშროების არქივის ისტორია, მისი სმოლენსკში გატანისა და დაწვის ფაქტები. მასში აღწერილია 90-იან წლებში არქივის დიდი ნაწილის განადგურების ამბავი, როდესაც დაიკარგა და დაიწვა უშიშროების არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმეები და საიდუმლო თანამშრომელთა პირადი და სამუშაო საქმეები.

ფილმში „დაკარგული ისტორია“ მოთხრობილია, როგორ გადასცა უშიშროების იმდროინდელმა კომიტეტმა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სისხლის სამართლის საქმეები ლიტერატურის მუზეუმს, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.