სასამართლო პროცესზე ფრანგმა პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ აუცილებელია, ქართულ მხარეს უარი ეთქვას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. მისი თქმით, ის გარემოება, რომ კეზერაშვილი ყოფილი მაღალჩინოსანი და “ნაციონალურ მოძრაობასთან” განსაკუთრებით დაახლოებული პირია, ეჭვს ბადებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე.
პროცესზე თბილისიდან ჩასული პროკურორი ირაკლი დონდოლაძეც იმყოფებოდა, რომელიც აცხადებდა, რომ აუცილებელია, კეზერაშვილი წარდგეს ქართული სასამართლოს წინაშე.
ყოფილი მინისტრის ფრანგი ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ ქართული მხარის მიერ დავით კეზერაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის მოტივი პოლიტიკურია. ისინი ელოდებიან, რომ მოსამართლე ფრანგი პროკურორის ნათქვამს გაითვალისწინებს და კეზერაშვილის ექსტრადიცია საქართველოში არ მოხდება.
საქინფორმის ხელთ არსებული ინფორაციით, რომელიც მას კომპეტენტურმა წყაროება მიაწოდეს, კეზერაშვილს ორშაბათამდე სიმბოლური გირაოთი გამოუშვებენ.