აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: „ვისურვებდი, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა თავი შეიკავონ გამოძიების დამთავრებამდე მაინც ვანო მერაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაცვისაგან, რადგან ეს მხოლოდ აზარალებს დასავლეთის იმიჯს“

1-burj-aqtual-1საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. გუშინ ნინო ბურჯანაძემ განუცხადა ჟურნალისტებს: მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დიდი ხანია უნდა დამდგარიყო დაქართულ ოცნებასრომ შეესრულებინა წინასაარჩევნო დანაპირები, რომლითაც ის მოვიდა ხელისუფლებაში ჯერ კიდევ 1 ოქტომბერს და შემდეგ კი, ნაწილობრივ შანტაჟის გზით, გაიმყარა ხელისუფლებაში ყოფნა უკვე საპრეზიდენტო არჩევნებზე, აუცილებლად უნდა დაეყენებინა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, რადგან არც ერთი მსგავსი საკითხის გადაწყვეტა მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ ხდებოდა.

ვისურვებდი იმას, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა თავი შეიკავონ გამოძიების დამთავრებამდე მაინც ვანო მერაბიშვილისა დანაციონალური მოძრაობისდაცვისაგან, რადგან ეს მხოლოდ აზარალებს დასავლეთის იმიჯს საქართველოს მოსახლეობის თვალში.

იმედია, გამოძიებას არ ჩაატარებენ ის პროკურორები, რომლებიც თავის დროზე ვანო ერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის ბრძანებებს ასრულებდნენ. ჩვენ დავინახეთ, რომ დღესქართული ოცნებაძალიან წარმატებით აწინაურებს იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ, ეს გამოჩნდა თუნდაც გუშინდელ კადრებზე - ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი კვლავ თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.

გუშინდელი სიტყვები, რა გამართლებაც არ უნდა მოუძებნოს ამას ვანო მერაბიშვილმა და რა ეროვნებაც არ უნდა მიაწებოს ამ ადამიანებს, რომლის გვამსაც ითხოვდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეროვნების მიუხედავად, ადამიანი არის ადამიანი. დამნაშავესაც აქვს გარკვეული უფლებები, მის მიმართაც უნდა იმოქმედო ისე, როგორც ამას კანონი  და სამართლიანობა ითხოვს. ასე რომ, დიახ, არსებობს აუცილებლობა იმისა, რომ გამოძიება უსწრაფესად ჩატარდეს და თუ კომპეტენტურად ჩატარდება გამოძიება, ცხადია, ბრალი აუცილებლად დამძიმდება. თუმცა ამის იმედი ამ ხელისუფლების პირობებში ნაკლებად მაქვს. მე წარმატებას ვუსურვებ საქმიანობაში ახალ პროკურორს“, - განაცხადა ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად ნინო ბურჯანაძემ.