სამართალი
სოხუმის პროკურორის ალისა ბიგვავას განცხადებით, ხანძრის შედეგად ერთი პაციენტი, მასთან მყოფი მეუღლე და უროლოგიის განყოფილების სანიტარი დაიღუპნენ. დანარჩენი პაციენტების შენობიდან გამოყვანა დროულად მოხერხდა.
სავარაუდოდ, ცოლ-ქმარი კვამლით გაიგუდა, სანიტარი კი დაიწვა. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.