საზოგადოება
პრეზიდენტ მარგველაშვილის გულგრილმა რეაქციამ გავრცელებულ ახალ ვიდეომხილებაზე ქართველი საზოგადოება აღაშფოთა

1-kadrebi-saz-3საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმ ვიდეოს შესახებ, რომელიც 29 იანვარს საღამოს ინტერნეტში გავრცელდა და რომელიც, სავარაუდოდ, ე.წ. მუხროვანის ამბოხის დღესაა გადაღებული. ვიდეოში მაშინდელი პრეზიდენტი და ძალოვანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირები ჩანან. განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემულ დავალებას, რომლითაც ის ორი ადამიანის გვამს ითხოვს და ქვეშევრდომებს პრემიასაც ჰპირდება.

„ამ თემას ამ ეტაპზე პოლიტიკურ შეფასებას ვერ მივცემთ. ეს არის კადრები, რომელიც პროკურატურის ინტერესის საგანი უნდა გახდეს. კადრებში ზოგიერთი ადამიანი ბრლდებულია, ზოგიერთზე მიმდინარეობს გამოძიება. ბუნებრივია, მე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, რომ არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამ კადრების ავთენტურობა პროკურატურის საქმეა. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ამ რეალობის განხილვა პოლიტიკური დებატების საგანი არ არის. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მოუწოდებ პროკურატურას, რომ გამოიძიოს ამ კადრების წარმომავლობა", - განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია "პირველი არხის" ეთერში გადაცემაში "პირველი სტუდია".

აღნიშნულმა გაცხადებამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, ისინი წერენ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი „ნაციონალთა“ მხარეზეა ან ღრუბლებში დაფრინავს.