აქტუალური
არასაპარლამენტო პარტიები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ

arasaparlamento-akt-3საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. 29 იანვარს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ არასაპარლამენტო პარტიების და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის თემას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო გარემო წარმოადგენდა. ოპოზიციამ დიპლომატებს დეტალურად გააცნო ყველა ის პრობლემა, რაც წინასაარჩევნოდ პარტიების წინაშე დგას:

•საარჩევნო სისტემის ხარვეზები (40%-იანი ბარიერი, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები);

•არაპარიტეტული საარჩევნო ადმინისტრაცია („ქართული ოცნება“ - 12 წევრი, „ნაციონალური მოძრაობა“ - 1 წევრი, დანარჩენი პარტიები - 0 წევრი);

•არაპარიტეტული უფასო სარეკლამო დრო („ქართულ ოცნებას“ აქვს 4-ჯერ მეტი დრო);

•ამომრჩეველთა სია;

•პარტიების დაფინანსება;

•საარჩევნო დავები.

ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ინტერფრაქციულ ფორმატში ხელისუფლებასთან მუშაობა სასურველ შედეგს არ იძლევა, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური ნება, რეალურად განახორციელოს დემოკრატიული ცვლილებები.

არასაპარლამენტო პარტიები დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავენ.