აქტუალური
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. აღნიშნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება. პროექტს განახორციელებს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედი“, რომელმაც აიღო ვალდებულება, მუშახელად საქართველოს მოქალაქეები დაასაქმოს.
მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ასევე, განხორციელდება თბილისში მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვის სამუშაოები და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომდევნო ტრანშის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული მიმართულებები.