თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა წიკლაურმა 16 წლის მალხაზ მზექალიშვილს მაღაზიიდან სიგარეტის, ლუდისა და არყის ქურდობისთვის 10 წლითა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების განმარტებით, მალხაზ მზექალიშვილის ფიზიკური და გონებრივი განვითარება 11 წლის ასაკშია შეწყვეტილი, მოსამართლემ განსასჯელისთვის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე ადვოკატის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
როგორც საქინფორმთან საუბრისას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ლია ხუროშვილი განაცხადა : „მოსამართლეს რომ დაეკმაყოფილებინა ადვოკატის შუამდგომლობა, მზექალიშვილის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდულობის ფაქტი სახელმწიფო ექსპერტიზის დონეზეც დადასტურდებოდა. მაგრამ მოსამართლე შუამდგომლობაზე არ წამოვიდა“.