აქტუალური
„ორი ასპექტია ნიშვნელოვანი - რა ხდებოდა ადრე და რა არ უნდა მოხდეს მომავალში. ამისათვის უნდა ვიცოდეთ, ვინ რატომ და როგორ აკეთებდა, რომ ხვალ არ გავიმეოროთ იგივე. აუცილებელია, რომ იმ ხალხმა, ვინც ამას აკეთებდა, იგრძნოს პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.
„საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გაანადგუროს უკანონოდ მოპოვებული ვიდეომასალები. მეორეს მხრივ, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები შეიძლება გახდეს კარგი მტკიცებულება გამოძიებისთვის. ამიტომ კომისიას ძალიან რთული საქმე აქვს გასაკეთებელი, რადგან მათ მოუწევთ ამ საკითხების დაბალანსება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, განადგურდება დარჩენილი ფაილები თუ ამ საკითხის ირგვლივ გამოძიება დაიწყება.