უცხოეთი
უკრაინაში რომის პაპის მიერ მშვიდობის აღსანიშნავად გაშვებულ მტრედს ყორანი და თოლია დაესხნენ თავს

golub-ucx-3საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. კიევში დემონსტრანტებმა დღეს რომის პაპი ფრანცისკის მხარდაჭერა და მასთან ერთად „ცუდი წინასწარმეტყველება“ მიიღეს.

ოფიციალური რეზიდენციის აივნიდან ქადაგებით გამოსვლისას რომის პაპმა მოუწოდა უკრაინაში ძალადობის შეწყვეტისკენ, სადაც ძალოვანებისა და დემონსტრანტების შეტაკებებისას უკვე დაიღუპა 3 კაცი. სიტყვის წარმოთქმის შემდეგ პონტიფიკოსმა ორი ბავშვის თანხლებით ცაში ორი თეთრი მტრედი გაუშვა - მთელ მსოფლიოში მშვიდობის სიმბოლო. მომხდარს თვალს ადევნებდა მოედანზე შეკრებილი ათობით ათასი კაცი.

მტრედებმა სიმაღლის აღებაც ვერ მოასწრეს, რომ მათ თავს დაესხნენ თოლია და დიდი ყორანი და ჯიჯგნა დაუწყეს. სააგენტო ANSA-მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ერთ-ერთი მტრედი დაიღუპა.

golub-ucx-3-1