სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

Heroin-samar-1საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ტარიელ . და 1969 წელს დაბადებული ზაზა . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის, საქართველოში შემოტანის და ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ტარიელ - პირადი ჩხრეკისას 37 შეკვრად დაფასოებული 75,94 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 66,602 გრ ჰეროინს შეიცავს.

გამოძიება ზაზა ფ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და განმეორებით მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს, ხოლო ტარიელ მ-ს მიმართ - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე.