სამართალი
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2014 წლის 23 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, თურქულ რესტორან „სელსებილში“ და მის გვერდით მდებარე ავტოსარემონტო სახელოსნოში ფარულად შეაღწიეს, სხვადასხვა ნივთს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები: პორტატიული კომპიუტერი, კომპიუტერის დინამიკები, ტოსტერი, დანების სალესი დანადგარი და ავტომანქანის ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).