სამართალი
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეუღლე, შვილი და რძალი. მეუღლე – 1966 წელს დაბადებული ხარულა კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, რძალი – 1992 წელს დაბადებული ეკა ტ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი შვილი – 1987 წელს დაბადებული შალვა ო. საავადმყოფოში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსსკ-ის 109-ე მუხლით).