აქტუალური
"'ხშირად გვესმის ოპოზიციისგან, რომ ჩვენი მთავრობის პერიოდში გახშირდა კონფლიქტები რელიგიურ ნიადაგზე, რაც კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიის მიმართ. ამის დატურია ის, რომ დღეს გამოგვაქვს საკითხი, რომელიც შეეხება 4 რელიგიური მიმართულების დაფინანსებას ბიუჯეტიდან. ეს დაფუძნებული იქნება იგივე პრინციპზე, რომლითაც ვაფინანსებთ მართლმადიდებელ ეკლესიას",- განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ რა ოდენობის თანხით დაფინანსდება აღნიშნული კონფესიები, თუმცა აღნიშნა, რომ თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და ის პროპორციულად გადანაწილდება.
ამასთან, უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული რელიგიური კონფესიები დაახლოებით 4,5 მილიონ ლარს მიიღებენ და სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სისტემური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ.