სამართალი
აღმზრდელობითი დაწესებულებების ლიცენზირება იწყება

bavshvta-saxliროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, მთავრობა აღმზრდელობითი დაწესებულებების ლიცენზირებას იწყებს. ბავშვთა ზრუნვის სფეროში ალტერნატიული მომსახურება ინერგება, რომელსაც ოჯახის ჩანაცვლების ფუნქცია ექნება.

ნებართვის გასაცემად, კანონით, ლიცენზიის პირობები განისაზღვრება.

საუბრია ე.წ. საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებზე.

ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს რამდენიმე ბავშვზე ერთდროულად ზრუნვისთვის საჭირო პირობები.

აღსანიშნავია, რომ ლიცენზიების გაცემა 6 წლის ვადით მოხდება. უკანონო აღმზრდელობითი დაწესებულების გახსნის შემთხვევაში კი, მფლობელი 3 000 ლარით დაჯარიმდება.