საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა

israelSi-saz-1საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი იყო ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. გამოითქვა უკვე არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი.

ისრაელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, იერუსალიმის ძველი ქალაქი დაათვალიერა და გოდების კედელი მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში საქართველოს ისრაელის ბიზნესსექტორის  წამყვანი წარმომადგენლები ეწვევიან. მათ გამოთქვეს სურვილი, საქართველოში სხვადასხვა მიმართულების ინვესტიციები განახორციელონ. გადაწყვეტილება ბიზნესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სამუშაო ვახშამზე გაახმოვანეს, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა.

israelSI-saz-1-1 israleSi-saz-1-2