საზოგადოება
შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი

Sualeduri-sazogad-2საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მიმდინარეობს. სწავლება NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში (PFP) 18 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ზამთრის კურს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, ესტონეთის, სომხეთისა და იორდანიის 7 სამხედრო მოსამსახურე, ასევე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 5 მომავალი ინსტრუქტორი გადის.

წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა და თავდაპირველად კურსზე მივლინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აბულის სამთო პოლიგონზე მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება ჩაუტარდათ. კურსის მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე, რთული კლიმატური პირობების დროს, საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. სროლ ზღვის დონიდან 3000 მეტრზე სხვადასხვა მანძილზე და სხვადასხვა პოზიციიდან წარმოებდა.

სწავლების მეორე ფაზაში მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან და სპეციალურ მომზადებას გააგრძელებენ.