სამართალი
რიონში 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

rioniროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ორდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე რიონში 25 წლის ალეკო ქობულაძის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის გვამი ადგილობრივ პროზექტურაში გადაასვენეს.

გარდაცვლილი სამი დღის წინათ ჯაჭვის ხიდიდან შუაღამისას გადახტა და შემდეგ შველას ითხოვდა.

ალეკო ქობულაძის ხმა მის ახლობელს შემოესმა და მომხდარის შესახებ საპატრულო პოლიციას შეატყობინა.

მდინარე ადიდებული იყო და სამაშველო სამსახური გვამის პოვნას ვერ ახერხებდა. სამძებრო სამუშაოებში ჯომარდობის ფედერაციის ქუთაისის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.