აქტუალური
საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუიჟნიეკსს შეხვდა.
ქვეყნის პირველმა პირმა ადამიანის უფლებათა კომისართან ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ეროვნული უმცირესობების საკითხებს, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, სასამართლოს რეფორმას და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა სოფლებში არსებულ ვითარებას ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ. ქართული მხრიდან შეხვედრას პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ივანე მაჭავარიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში კონსტანტინე კორკელია ესწრებოდნენ.