უცხოეთი
ავიგდორ ესკინი: “ამერიკელები მიხვდნენ, რომ უფლებადამცველების მაგივრად მხარს ფაშისტებს უჭერდნენ. სენატორმა მაკკეინმა აღიარა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ბრმა მხარდაჭერა შეცდომა იყო“

avigdor-zar-3-an-2საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. კიევში ნაციონალისტური ოპოზიციის მხრიდან ძალადობის ესკალაციამ და უკრაინის დედაქალაქში სინაგოგას მრევლთან სისხლიანი ანგარიშსწორების მცდელობამ აშშ-ის ებრაულ ორგანიზაციებში აღშფოთების მძლავრი ტალრა გამოიწვია, - წერს ცნობილი პოლიტოლოგი ავიგდორ ესკინი გაზეთ „იზვესტიაში“. ასე მაგალითად, გავლენიანი „ანტიდიფამაციური ლიგა“ ბნეი-ბრიტას თავმჯდომარე აბრაამ ფოქსმანი ნეონაცისტური პარტია „სვობოდას“ მკაცრი კრიტიკით გამოვიდა. გაზეთ „ჯერუსალემ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იგი წუხილით ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ „მისცა დემოკრატიულმა მსოფლიომ ამ ფაშისტ რევანშისტებს უკრაინის პოლიტიკურ სისტემაში დამკვიდრების უფლება“.

საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივ, ფოქსმანი და მისი კოლეგები თავს არიდებენ გამონათქვამებს, რომლებიც შესაძლოა სახელწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს არ მოეწონოთ. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკმაო ძალისხმევას ხარჯავს მაიდანზე ანტირუსული პროტესტის კერის შესანარჩუნებლად. ამასთან, ოფიციალური ვაშინგტონი არც ერთხელ განზე არ გამდგარა მის მიერ წახალისებული ნეონაცისტური პარტია „სვობოდისგან“, რომელიც იქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ფოქსმანი მთელი ამ ხნის განმავლობაში აინუნში არ აგდებდა უკრაინელი ფაშისტების საშინელ რიტორიკას, რომლებიც დაუფარავად ადიდებდნენ ნაცისტ ჯალათებს. თუმცა ბოლო ორმა თავდასხმამ კიეველ ებრაელებზე, რომლებმაც კინაღამ შეიწირა ეს უდანაშაულო ადამიანები, სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზის ერთგული ფოქსმანიც კი აიძულა, ალაპარაკებულიყო.

ძალადობის ბოლო აქტებმა ამერიკელი პოლიტიკოსებიც ჩააფიქრა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ წამყვანი ამერიკელი კანონმდებლების მხრიდან მაიდნის მხარდაჭერაში ბზარი შეინიშნება. ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, ამერიკელი პოლიტიკოსები უკვე ხვდებიან, რომ მოტყუვდნენ. მათ აიძულებენ დაიჯერონ, რომ ოპოზიცია უკრაინაში ჰუმანისტურ და ლიბერალურ ღირებულებებს იცავს. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინაში ფაშიზმის აღორძინებისთვის ბრძოლაში ითრევენ.

აშშ-ის კონგრესის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი „ევროპის, ევრაზიისა და მომწიფებული საფრთხეების საკითხებში“ უილიამ კიტინგი ამას წინათ პარტია „სვობოდას“ საქმიანობის უმკაცრესი კრიტიკით გამოვიდა. თავის მიმართვაში პრესისადმი მან აღნიშნა: „შეშფოებული ვარ ბოლო ცნობებით იმის შესახებ, რო პარტი „სვობოდას“ წევრები აქტიურად აღმოჩნდნენ ჩართული რასისტულ და ანტისემიტურ საქმიანობაში. მოვუწოდებ უკრაინის ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაგმონ სიძულვილის ყველა გამოვლინება და საზოგადოება ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე აშენონ“.

კიტინგს მხარი დაუჭირა მისმა კოლეგამ უცხოეთის საქმეებში ელიოტ ენგელმა, რომელმაც „გოლოს ამერიკისთან’ ინტერვიუში ასევე მკაცრად დაგმო უკრაინელი ფაშისტები. უწინ ნეონაცისტების საქმიანობა უკრაინაში გაკიცხეს წარმომადგენელთა პალატის ისეთმა თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, როგორებიცაა გრეის მენგი, ჰაკიმ ჯეფრიზი, ჯეროლდ ნადლერი და ივეტ კლარკი. აღსანიშნავია, რომ აფროამერიკელი კონგრესმენი ჯეფრიზი პრეზიდენტ ობამას უახლოესი მეგობარია და თეთრი სახლის განწყობაზე პირდაპირი გავლენის მოხდენაც შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ ქნესეთის 62 დეპუტატმა (120-დან) ხელი მოაწერა მიმართვას ევროპარლამენტარებისადი მოწოდებით, ბოიკოტი გამოუცხადონ „სვობოდას“. პარტია „შასის“ დეპუტატმა რაბინმა ნისიმ ზეევმა კი ამ კვირას განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენი ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა. უკრაინელი ნაცისტები ცემენ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს და თავს ესხმიან უდანაშაულო გამვლელებს მაი ნაციონალური კუთვნილების ნიშნით. ვიმედოვნებ, რომ აშშ და დასავლეთი გააცნობიერებენ საფრთხის რეალობას და შეწყვეტენ ჰიტლერის შეყვარებულებსა და მაიდანის ახლანდელი ბინადრებთან სამარცხვინო კოლაბორაციონიზმს“.

არსებული ინფორმაციით, სინაგოგის მრევლის დახოცვის მცდელობა განახორციელა პარტია „სვობოდას“ საბრძოლო ფრთამ, სახელწოდები „მემარჯვენე სექტორი“.

პარტია „სვობოდა“ ახლა ყველა ნაცისტური ორგანიზაციის, მათ შორის, “ვასილკოველი ტერორისტებისათვის”, რომელიც 2011 წელს კიევის დამოუკიდებლობის დღეს ტერორისტულ აქტს გეგმავდა, პოლიტიკური „კრიშის“ როლს ასრულებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თვალსაჩინო პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ჯგუფი უახლოეს ხანებში ვაშინგტონში სტუმრობას აპირებს ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენების შესახებ სრული სიმართლის მიწოდების მიზნით. პარალელურად იგეგმება აშშ-დან უკრაინის დედაქალაქში ებრაელი ბიზნესმენებისა და  საზოგადო მოღვაწეების ჩასვლა, რათა პირადად გაეცნონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც ჩანს, ბევრ სენატორსა და კონგრესმენს თვალი აეხილა. მათ უსინდისოდ ატყუებენ და ჩვეულებრივ ფაშიზმს უფლებადამცველთა საქმიანობად ასაღებენ. ამას წინათ თავად სენატორმა მაკკეინმა აღიარა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ბრმა მხარდაჭერა შეცდომა იყო. თუმცა, ამის შემდეგ იგი კიევში ჩავიდა, სადაც ნაცისტების ლიდერ ოლეგ ტიაგნიბოკს ჩაეხვია. საინტერესოა, ამისთვის თუ  მოიხდის ბოდიშს მაკკეინი, რადგან ტიაგნიბოკი ნამდვილად არ არის სააკაშვილი, ის გაცილებით ვერაგი და საშიში კაცია.