სამართალი
კახა კუკავამ დეტალურად გაიხსენა 2011 წლის 26 მაისის ღამეს მომხდარი მოვლენები. მისი განცხადებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მოახდინა აქციის ორგანიზატორებისა და ხალხის დარბევა და მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა.
იმავე დღეს ჩვენება მისცეს ნონა გაფრინდაშვილმა და გია ბურჯანაძემ. სასამართლოს შემდეგ სხდომაზე 26 მაისის საქმეზე ჩვენებას მისცემს ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი დარბევის დროს ფიზიკური დაზიანებები მიიღეს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ და აქციაზე მყოფმა პარტიის წევრებმა, რომლებიც რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.