პოლიტიკა
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს. საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ამ საკითხებზე ურყევი პოზიციისათვის, ასევე შვეიცარიის შუამდგომლობისათვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, საქართველოსათვის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გაწეული ტექნიკური თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.