სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულებიდან ბიუჯეტში დაფინანსება მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას ადმინისტრაციას გაეზრდება.
აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწუნებულის ადმინისტრაციის დაფინანსება მომავალ წელს 1, 140.0 ათასი ლარი იქნება.
ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტში კი ადმინისტრაციისთვის 1, 115.0 ათასი ლარი იყო განსაზღვრული.
დანარჩენი გუბერბატორების ადმინისტრაციების დაფინანსება უცვლელი რჩება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზოგადად, მიმდინარე წელს, თითქმის ყველა ადმინისტრაციას მილიონიანი დაფინანსება აქვს, მომავალ წელს კი მილიონიანი დაფინანება მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნერნატორს ექნება.