სამართალი
შეხვედრაზე ის თემები განიხილეს, რომლებიც საქართველოში კიდევ უფრო გაზრდის დემოკრატიის ხარისხს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებული პრობლებებიც წამოსწიეს, მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს და ყურადღება სამომავლო გეგმებზეც გაამახვილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საარჩევნო თემატიკას, თვითმმართველობის კანონს, მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თემას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რათა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების აზრიც იყოს გათვალისწინებული.