სამართალი
პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილს არ გამოუყენებია თანამდებობრივი სარგო. მისი ხელფასი ქველმოქმედების მიზნით გადაირიცხა სხვადასხვა ფონდში: "მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის", "ბერი ანდრიას სახ. ფონდი" (ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების პალეატიური მკურნალობა), "დემოგრაფიული აღორძინების ფონდი" (მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება), "დიმიტრი ცინცაძის სახ. ფონდი" (ლეიკემიით დაავადებულთა მკურნალობა).
პრემიერობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილი თავად ფარავდა ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებული იყო მის სამსახურებრივ საქმიანობასთან, მათ შორის, თავად აფინანსებდა განხორციელებული ვიზიტების დროს თვითმფრინავით მომსახურებას.
ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის სახელზე მიღებული საჩუქრების სახელმწიფოსთვის გადაცემის ინიციატივას ირაკლი ღარიბაშვილი ტრადიციად დაამკვიდრებს.