აგრეთვე, საქართველოს დელეგაციამ საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო გარემო გააცნო ცნობილი არაბული კომპანია JUMEIRAH GROUP-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯერალდ ლოულესს.
ცნობისთვის: JUMEIRAH GROUP წარმოადგენს დუბაიში დაფუძნებულ მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროების ქსელის კომპანიას და DUBAI HOLDING-ს ნაწილს. იგი ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ მაღალი კლასის და ინოვაციურ კომპანიად და მიღებული აქვს მრავალრიცხოვანი ჯილდოები საერთაშორისო მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში.
კომპანია დაარსდა 1997 წელს იმ მიზნით, რომ გამხდარიყო სასტუმროთა ინდუსტრიის ლიდერი მსოფლიო კლასის ძვირად ღირებული სასტუმროებისა და კურორტების კომპლექსის შექმნის გზით. 2004 წელს JUMEIRAH GROUP გახდა DUBAI HOLDING-ის - დუბაის ბიზნესისა და პროექტების წამყვანი კომპანიის წევრი და, შესაბამისად, დაიწყო ჯგუფის ზრდისა და განვითარების ახალი ეტაპი.