აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი TATA SONS LTD-ს ხელმძღვანელობას შეხვდა

tata-akt-1საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TATA SONS LTD-ს ხელმძღვანელობას შეხვდა.

TATA ჯგუფმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გამოთქვა. TATA ჯგუფისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სწორედ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს მოხდა.

დღეისათვის TATA საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „აჭარისწყალი“. აჭარისწყალი წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ერთეულს, რომელიც მდინარე აჭარისწყალისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა. ეს არის კასკადური ჰიდრორესურსების პროექტი, რომლებიც მდებარეობს მდინარე აჭარისწყალზე და მის შენაკადებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი 400 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის დამონტაჟება. ამჟამად, პირველი სქემის მიხევით - შუახევის ჰესი, რომელიც შედგება 10 მგვტ და 175 მგვტ სიმძლავრის ერთეულებისაგან, მზადდება იმისთვის, რომ მშენებლობა 2013 წლის ზაფხულში  დაიწყოს. ინვესტორები გეგმავენ შუახევის პროექტის ამოქმედებას 2016 წლის გაზაფხულისათვის, ხოლო მეორე პროექტის - კორომხეთის ჰესის ამუშავებას, რომლის სიმძლავრეა 150 მგვტ,  2018 წლის გაზაფხულზე. აღნიშნულ პროექტზე TATA ჯგუფს უკვე დახარჯული აქვს 33.4 მლნ დოლარი.

ცნობისთვის: TATA ჯგუფი მოიცავს 100-ზე მეტ ოპერატორ კომპანიას ბიზნესის 7 სექტორში: კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმიანობა, მასალები, მომსახურება, ენერგეტიკა, სამომხმარებლო პროდუქცია და ქიმიკატები. ჯგუფი მოქმედებს 100-ზე მეტ ქვეყანაში 6 კონტინენტზე, მისი კომპანიები ახორციელებენ საქონლისა და  მომსახურების ექსპორტს 150 ქვეყანაში.