საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ფილიპ ლეფორს შეხვდა

prez-lefori-saz-1საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორს შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა ლეფორთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

შეხვედრის მიზანი იყო,  კიდევ ერთხელ დადასტურებულიყო ევროკავშირის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე.

„შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელოვანი წინაპირობა და გარანტია სწორედ ეს ურყევი პოზიციაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სტაბილური მხარდაჭერა და ჟენევის პროცესის წარმართვა ამ პრინციპების სრულად გათვალისწინებით. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა დღეს ჩვენ სწორედ ამაში დაგვარწმუნა”, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის შემდეგ.