საზოგადოება
“ხალხის პარტიისა“ და „კონსერვატორების“ ორგანიზებით დევნილებმა დღეს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი სიმბოლურად გადააყენეს.
მათ საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მინისტრის ფიტული გააკეთეს, შემდეგ კი „გადააყენეს“.
როგორც „კონსერვატორმა“ ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, “საარჩევნო დაპირების შემდეგ, სახლების დაკანონების ნაცვლად, დევნილთა ინტენსიური გამოსახლება დაიწყო. ჩვენ გვინდა ხელისუფლებაზე მოვახდინოთ ზეწოლა, რათა ამ ხალხს ჰქონდეს საცხოვრებელი სახლი“.
ცნობისთვის: უკვე ერთი თვეა, რაც დევნილებს სამინისტროს წინ კარვები აქვთ გაშლილი და იქ ცხოვრობენ.