პოლიტიკა
საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია OAO LUKOIL-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ვაგიტ ალეკპეროვს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას, ხოლო აღიარებული და სანდო საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სექტორში, როგორიც არის ლოგისტიკა.