პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა

arasamtavrobo-pol-2საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 23 იანვარს, საქართველოში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დაფუძნდა, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. გუშინვე საღამოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა ბიურომ ის რეგისტრაციაში გაატარა. რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ორგანიზაცია ჭავჭავაძის გამზირის 39ა-შია რეგისტრირებული და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი საბანაძე, რომელმაც დოკუმენტაცია რეგიტრაციისთვის საჯარო რეესტრს წარუდგინა. გიორგი საბანაძე მეორე კურსის სტუდენტია, სწავლობს ისტიტუტ ,,ჯიპა“-ში, რომლის დამფუძნებელი იყო აწ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ვანია, რექტორი კი - საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

გიორგი საბანაძე დღემდე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ფლობს რამდენიმე უცხო ენას და მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ამ დრომდე არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა.

ორგანიზაციის ხედვისა და მიზნების შესახებ მისი დამფუძნებელი დაწვრილებით მომავალ სამშაბათს, 2014 წლის 28 იანვარს, პრეზენტაციაზე ისაუბრებს ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რის შემდეგაც გუნდის დაკომპლექტება დაიწყება.

arasamtavrobo-pol-2-1 arasamtarobo-pol-2-2