შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა
საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ოფისის ხელმძღვანელებს, აგრეთვე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის შტაბბინა
Scotland Yard-ში.
ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში, სადაც ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ხვალ, ა.წ. 24 იანვარს დასრულდება.