სამართალი
5000 ლარი ნაცვლად 6300 ლარისა - მინისტრებს სახელფასო დანამატი უმცირდებათ!

ministr-xerlfasi-samart-1საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მრავალგზის გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მინისტრთა კაბინეტის წევრებს სახელფასო დანამატი შეუმცირდებათ.

ნაცვლად 6300 ლარისა, მინისტრთა სახელფასო სარგო, სახელფასო დანამატთან ერთად გახდება 5000 ლარი.

შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.