ფილიპ დიმიტროვი: „სასაზღვრო ზონის შექმნა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული დროებითი მოვლენაა“
საქართველო, 23 იანვარი,
საქინფორმი. მდინარე ფსოუზე ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული დროებითი მოვლენაა, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა
ფილიპ დიმიტროვმა სოფელ ღოღეთში განაცხადა, სადაც გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 77 ადგილობრივ ოჯახს ევროკავშირის ხელშეწყობით ფინანსური და სხვა სახის მატერიალური დახმარება გადასცეს.
„ეს საკმაოდ ხანგრძლივი საკითხია განსახილველად. როგორც ჩანს, ეს არის სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული დროებითი მოვლენა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას ზეგავლენა აქვს ქართულ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს წარმოქმნის ბევრ პრობლემას, მაგრამ ამას ჩვენ ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.